19 ნოემბერი 2024,   01:35
ვრცლად
ზიანი მიადგა "თიბისი ბანკს" - პროკურორი

სასამართლომ გაიზიარა, ე.ი. არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომ ზუსტად ჯაფარიძემ და ხაზარაძემ ჩაიდინეს მათ მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება, - ეს განცხადება პროკურორმა გააკეთა.

"თიბისი ბანკის" საქმის პროკურორმა, არჩილ ტყეშელაშვილმა განაცხადა, რომ საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ტყეშელაშვილის თქმით, ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ქვეყნის დატოვება საგამოძიებო უწყების თანხმობის გარეშე არ შეეძლებათ. პროკურორის განცხადებით, ზიანი მიადგა "თიბისი ბანკს". 

„სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და ბრალდებულების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ გამოყენებულ იქნა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო და მათვე დაეკისრათ, აეკრძალათ საქართველოს საზღვრის დატოვება საგამოძიებო ორგანოს შეტყობინების და ნებართვის გარეშე. აქ მნიშვნელოვანია ის, რომ სასამართლომ გაიზიარა, საქმეზე არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, ე.ი. არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომ ზუსტად ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ ჩაიდინეს მათ მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება, ვგულისხმობ უკანონოდ შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლების მიღება, ჩადენილი ჯგუფურად,“ - განაცხადა პროკურორმა.

პროკურორმა ასევე განმარტა, თუ რატომ არ ჰყავს საქმეს მოქმედი დაზარალებული. ტყეშელაშვილის თქმით, ხაზარაძე-ჯაფარიძეს თაღლითობის მუხლით არ ედავებიან, რადგან ხანდაზმულია, შესაბამისად, ამიტომ არ არსებობს დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ.

„რაც შეეხება დაზარალებულს, ჩვენ ბრალდების დადგენილებაში ხაზგასმით გვაქვს აღნიშნული, რომ აღნიშნული ქმედებით ზიანი მიადგა "თიბისი ბანკს", შესაბამისად, თუ ვის მიადგა ზიანი, ეს, უკვე როგორც თვითონ დაცვის მხარისთვის არის ცნობილი, სასამართლოზეც ეს პოზიცია გაჟღერდა,“ - განაცხადა პროკურორმა.

 მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 700-700 ათასი ლარის სახით გირაო შეეფარდათ - სასამართლომ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

წინასასამართლო სხდომა 12 სექტემბერს ჩაინიშნა.

ამავე თემაზე
დღის ამბები