19 ნოემბერი 2024,   01:34
ვრცლად
ჩემი ძმისშვილის დაკავებას პირდაპირ შურისძიებას ვუკავშირებ - მალხაზ მაჩალიკაშვილი

მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმისშვილის დაკავებას შურისძიებას უკავშირებს. პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა ამბობს, რომ 20-21 ივნისის ღამეს პარლამენტის წინ ძალიან ბევრი ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც ხელისუფლების ქმედებების გამო იყვნენ გამწარებულები.

მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ მისი ძმისშვილი 20 ივნისის საქმეზე მანამდე იყო გამოკითხული, ასევე, გაფრთხილებაც ჰქონდა მიღებული. შვილმოკლული მამა მორის მაჩალიკაშვილის დაკავებას პარლამენტის წინ კარვის ხელმეორედ დადგმას უკავშირებს.

„ამ საქმესთან დაკავშირებით იყო მორის მაჩალიკაშვილი გასამართლებული, გამოშვებული და ჰქონდა შენიშვნა მიცემული. შემდგომში, როგორც კი დაიდგა ეს კარავი, მეორე დღეს, იქნა მაჩალიკაშვილი აყვანილი. მე ამას ვუკავშირებ პირდაპირ შურისძიებას. მივმართავ დღევანდელ ხელისუფლებას, ნუ ჩაიდენენ ამ შეცდომას. ჯერ იქ გამცენ პასუხი, რაც აქვთ ჩადენილი, რა სისხლიანი დანაშაულიც აქვთ ჩადენილი, იქ გამცენ პასუხი,“ - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მორის მაჩალიკაშვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. მას ბრალი გუშინ წარუდგინეს, რის მიხედვითაც, მას გამოძიება ჯგუფურ ძალადობას, პოლიციელებზე თავდასხმასა და ორგანიზებულად, შტურმით პარლამენტის შენობაში შეჭრას ედავება.

ამავე თემაზე
დღის ამბები