„ხელისუფლება, მინიმუმ, ხელოვნურად ცდილობს, დაამძიმოს მუხლები,“ - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველო - რეგიონების” წევრმა, აკაკი ბობოხიძემ გააკეთა.
ბობოხიძე 20-21 ივნისის ღამის საქმესთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებას და მომიტინგეების დაკავებებს ეხმაურება.
აკაკი ბობოხიძე ამბობს, რომ ხელისუფლება ძალადობრივ ჯგუფებს ახალისებს. ამას გარდა, ბობოხიძე აცხადებს, რომ თუ ხელისუფლების კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება, მთავრობის ქმედება პოლიტიკური რეპრესიების სახეს მიიღებს.
„ხელისუფლება, მინიმუმ, ხელოვნურად ცდილობს, დაამძიმოს მუხლები, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, მანამ, სანამ ამ ქვეყანაში ხელისუფლების მიერ წახალისებული და ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფების მოქმედება არ იქნება აღკვეთილი, მანამ, სანამ ხელისუფლების მიერ ორგანიზებული ჯგუფების მოქმედება მათ შორის, პოლიტიკოსთა, მათ შორის, პოლიციის მიმართ არ იქნება შეფასებული, ხელისუფლების ეს მოქმედება ნებისმიერ შემთხვევაში მიიღებს შერჩევითი სამართლის, პოლიტიკური დევნის და პოლიტიკური რეპრესიების სახეს,“ - განაცხადა ბობოხიძემ.