„გირგვლიანის საქმე და სასამართლო პრაქტიკა“ - ამ სახელწოდებით „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ ორგანიზებით კონფერენცია გაიმართა. შეხვედრაზე გამოცდილმა იურისტებმა „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ მიერ შემუშავებული დასკვნის პროექტი განიხილეს.
პროექტის თანახმად, საკასაციო სასამართლოს ჰქონდა შესაძლებლობა და ვალდებულება, გირგვლიანის საქმე დაებრუნებინა ხელახალი სასამართლო განხილვისთვის და ასევე, მიეღო კერძო განჩინება.
კონფერენციის მიზანია გახმაურებულ საქმეებში არსებული დარღვევების აღმოჩენა, განხილვა და შემდგომ გამოსწორება.