ავარია თუშეთში - „კურიერის“ გადამღებ ჯგუფს საქმიანობის განხორციელების დროს პრობლემები შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეუქმნა.
კატასტროფის ადგილამდე მიმავალი გზა გადაკეტეს და იქ მხოლოდ "კურიერის" გადამღები ჯგუფი არ შეუშვეს. მაშინ, როდესაც სხვა მედიის წარმომადგენლები დაბრკოლების გარეშე გადაადგილდნენ.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრო განზრახ უქმნის ხელოვნურ პრობლემებს „კურიერს“ და ხელს უშლის ჟურნალისტურ საქმიანობაში.
გადამღები ჯგუფი თუშეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გასაშუქებლად მიდიოდა. არაოფიციალური ინფორმაციით, დაიღუპა ხუთი ადამიანი, ერთ-ერთი არასრულწლოვანია. არიან დაშავებულები, ისინი თელავის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
12 ადამიანი თუშეთში დღესასწაულზე მიდიოდა, რა დროსაც გაუმართავ გზაზე მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხევში გადაიჩეხა. ფშაველი-აბანო-ომალოს გზა ერთ-ერთი ყველაზე რთულია საქართველოს გზებს შორის.
ამ წუთებში ხევში მაშველები მუშაობენ და მგზავრებს ეძებენ. ბოლო მიღება ადგილიდან რთულდება, რადგან არ არსებობს სატელეფონო კავშირი.