19 ნოემბერი 2024,   01:51
ვრცლად
ივანიშვილს პირობა ჰქონდა მიცემული პუტინისთვის, რომ ანაკლიის პორტის 51%-ს რუსებს გადასცემდა - კემულარია

ივანიშვილის პირობა რუსეთს  და ჩაშლილი მოლაპარაკება - პოლიტიკური მოძრაობა ”გამარჯვებული საქართველოს” დამფუძნებელი ამბობს, რომ ივანიშვილმა პუტინს ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გარანტიები მისცა, თუმცა პირობა დაირღვა.

კოტე კემულარიას განცხადებით, მას უტყუარი ინფორმაცია აქვს, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსებს ანაკლიის პორტის 51%-ის გადაფორმებას დაჰპირდა. მისი თქმით, გეგმა ივანიშვილს მას შემდეგ ჩაეშალა, რაც გავრილოვისა და სხვა რუსი დეპუტატების ჩამოსვლას საპროტესტო აქციები მოჰყვა.

კემულარია ამბობს, რომ ახლა ივანიშვილს რუსეთთან საქმე გაფუჭებული აქვს და ის თავს ისე გრძნობს, როგორც დაჭრილი მხეცი.

„ვერ მოითმინა ამ კაცმა, ამას ხომ სახელმწიფოებრივად აზროვნება არ აქვს. მას აურია რუსეთთან ურთიერთობა 20-მა ივნისმა, რომელიც შემობრუნებითი ეტაპია ქართულ, წმინდა ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე დადებითი შემობრუნებაა, რადგან ჩაშალა რუსული გეგმა.

"უტყუარი ინფორმაცია მაქვს, მას ჰქონდა უკვე მიცემული პირობა პუტინისთივს, რომ 51% ანაკლიის უნდა გადაეფორმებინა რუსებისთვის, ეს ჩაეშალა. 20-მა ივნისმა ჩაუშალა და ჩვენმა აქტივობამ ახალგაზრდებთან ერთად. ის ახლა არის დაჭრილი მხეცივით. მან დაკარგა რუსეთთან ის მთავარი კავშირები, რის გამოც ეგონა, რომ დალაგებული ჰქონდა ურთიერთობები. ეს აღიარა კიდეც კარასინმა, გავრილოვმა და აი, ვიღაცა რადიკალებმა, ანუ ჩვენ, აიღეს და ჩაშალეს,“-ამბობს კემულარია.

დღის ამბები