მოსკოვში მასობრივ დაკავებებს საერთაშორისო თანამეგობრობა გმობს. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის განცხადებაში წერია, რომ სიტყვისა და შეკრების თავისუფლება დემოკრატიის აუცილებელ პირობას წარმოადგენს ყველა ქვეყანაში, მათ შორის ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოში.
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი კი რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან, შეხვედრას გეგმავს.
"კანონიერი კანდიდატები უნდა იყვნენ დაშვებული არჩევნებზე, ასევე გარანტირებული უნდა იყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები,"-წერს იაგლანდი.
მომხდარს ეხმაურება გერმანიის სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში.
"სასტიკი ძალადობა, მიმართული მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ წარმოადგენს შეტევას დემოკრატიისა და კანონის უზენაესობაზე- წერს ტვიტერის გვერდზე გერმანიის სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში.