ახალი პოლიტიკური რეალობა - ოპოზიციის შეფასებით, "ქართული ოცნება" ძალაუფლების შენარჩუნებას და მისი ოპონენტების დევნას ავტოკრატიული მეთოდებით ცდილობს.
ირაკლი ოქრუაშვილის თანაგუნდელი ამბობს,რომ მათი პოლიტიკური მოძრაობის ლიდერის დაკავება მხოლოდ "რუსთავი2"-ის საქმეს უკავშირდება. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა დაზუსტებით იცის სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის პასუხი, რომელის მიხედვითაც დგინდება, რომ "რუსთავი2" ქიბარ ხალვაშს რეალურად არასოდეს ეკუთვნოდა.
"ეს ყველაფერი უკავშირდება "რუსთავი 2"-ს. ორი დღით ადრე ირაკლი იყო დაკითხვაზე, თუ მას 20 ივნისს რაიმე დანაშაული ჰქონდა შეეძლოთ იქ დაეკავებინათ, მეორე დღეს ქიბარ ხალვაში მიიყვანეს სამხარაულში.სწორედ მისი მიყვანიდან რამოდენიმე საათში, როდესაც ივანიშვილს გააგებინეს, რომ
ხელმოწერა იყო ნამდვილი ჩავარდა სრულ აგონიაში, გვაქვს ინფორმაცია და ყველამ იცის,რომ სამხარაულის ექსპერტიზის გაუქმებასაც კი ითხოვდა და ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას. მეორე დღეს როგორც ტერორისტებს რომ იჭერენ 50 პოლიციელმა ჯავშანჟილეტებით გადაგვიკეტეს გზა, შემოგვიცვივდნენ და ირაკლი დააკავეს.
ეს არის ჩვეულებრივი რეპრესია,რომელსაც ახორციელებენ ოპოზიციური ლიდერების მიმართ, ეს არის მხოლოდ "რუსთავი2"-ის გამო და მეტი არაფრის გამო. ჩვენ ამის შედეგად მივიღეთ 19 პოლიტპატიმარი,“-ამბობს პოლიტიკური მოძრაობა ”გამარჯვებული საქართველოს” დამფუძნებელი გურამ ჩალაგაშვილი.