19 ნოემბერი 2024,   01:35
ვრცლად
ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმე - გაუფასურებული ლარი და 900 მილიონ ლარზე მეტი დანაკარგი ქართულ ეკონომიკას

ბიზნესი შველას ითხოვს - ლარის კატასტროფული გაუფასურებისა და TBC ბანკზე მიტანილი იერიშის შემდეგ, ახლა საქართველო ინვესტიციების სასაფლაოდაა ქცეული. ანალიტიკოსების შეფასებით, მიზეზი ხელისუფლების კრიტიკული შეცდომებია. ბიზნეს-დავების გადაჭრის ერთადერთი გზა შუშის სასახლეში მოწყობილი გარჩევებია, გავლენიანი მფარველის გარეშე წარმატებული ბიზნესის აწყობა კი პრაქტიკულად წარმოუდგენელი.

ანალიტიკოსებისა და ბიზნესმენების შეფასებით, TBC ბანკის დამფუძნებლების წინააღმდეგ დაწყებული სამართლებრივი დევნის გამო ქვეყანამ 900 მილიონ ლარზე მეტი დაკარგა.

მათი შეფასებით, ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური ვითარებაა, რადგან ამ ოდენობის თანხის დაკარგვას თან ახლავს ლარის ყოველდღიური გაუფასურება საბოლოო ჯამში კი ლარის მყიდველუნარიანობა ამ დროისათვის 10% არის შემცირებული.

Related image„ლარის გაუფასურება წლის დასაწყისიდან დღემდე ეს არის 10% -იანი. ეს ნიშნავს, რომ ლარის მსყიდველუნარიანობა 10% არის გაუფასურებული. რაც შეეხება ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეს- 24 ივლისიდან ბირჟების დახურვამდე, როცა ატყდა რეალურად ეს ამბავი არის 734 მილიონი ლარის ზარალი, რომელიც არ მიუღია მხოლოდ TBC ბანკს, ოთხივე კომპანიამ მიიღო. თუმცა არის კვირეულის თვლადი, რომელიც უკვე შაბათ-კვირას გამოიხატა მთელი კვირის განმავლობაში 250 მილიონი ფუნტ სტერლინგია, რაც ოთხმა ქართულმა კომპანიამ გადაიხადა ლონდონის საფონდო ბირჟაზე მყოფმა, რაც არის 900 მილიონი ლარი. ეს არის საფასური, რომელიც ქართულმა ეკონომიკამ გადაიხადა,“- აცხადებს ”Forbes Georgia” მთავარი რედაქტორი გიორგი ისაკაძე.

საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე ივა ჭყონია ამბობს, რომ ხაზარაძისა და ჯაფარიძის წინააღმდეგ 2008 წლის საქმეზე ბრალის წარდგენა ეჭვებსა და კითხვებს აჩენს.

Image result for ივა ჭყონია„არის საფუძვლიანი ეჭვი,რომ ამას პოლიტიზირებული მხარე ხომ არ აქვს. ჩემი აზრით, აქამდე სახელმწიფოს უნდა ემოქმედა ძალიან ჩუმად და სანამ დადასტურებული არ იქნებოდა ხმა არ უნდა ამოეღოთ საერთოდ. გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნის იმიჯზე აისახება ნეგატიურად და დროულად თუ არ იქნება ეს საქმე დამთავრებული ეს ქვეყანას ძალიან ცუდად გაჰყვება,“-განაცხადა საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარემ ივა ჭყონიამ.

აგროტექნიკ ჰოლდინგის” ხელმძღვანელი ფადი ასლი ამბობს,რომ ხაზარაძისა და ჯაფარიძის ეჭვმიტანილად გამოცხადების დღიდან ქვეყანაში საინვესტიციო გარემო მოიწამლა, ხოლო ბრალის წაყენების შემდეგ ქვეყანამ 400 მილიონი დოლარი უკვე დაკარგა.

„უკვე ვნახეთ შედეგები თებერვლის შემდეგ, როდესაც ეჭვმიტანილებად გამოაცხადეს ატმოსფერო მოიწამლა ქვეყანაში, ინვესტორებმა დაიწყეს გასვლა.როდესაც ბრალი წაუყენეს ქართული კომპანიების კაპიტალიზაციამ 400 მილიონი დოლარი დაკარგა. ამით იზარალა ქართულმა ეკონომიკამაც, დოლარის კურსი გაიზარდა, არ ხორციელდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ხალხი საერთოდ არ უყურებს საქართველოს,“ -ამბობს ”აგროტექნიკ ჰოლდინგის” ხელმძღვანელი ფადი ასლი.

დღის ამბები