19 ნოემბერი 2024,   01:54
ვრცლად
ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას NDI-ის ოფისის დირექტორი, ლორა ტორნტონი ეხმაურება

ირაკლი ოქრუაშვილის თანაპარტიელები საერთაშორისო ორგანიზაციების და მესამე სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერებმა მათ სთხოვეს, რომ ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე აქტიური მონიტორინგი განახორციელონ.  

შეხვედრაზე იმყოფებოდა აშშ-ს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორი, ლორა ტორნტონი. მან პოლიტიკური განცხადების გაკეთებისგან თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ ყოფილი თავდაცვის მინისტრის საქმეს ისინი თვალს ადევნებენ.

„მივიღე მეტი ინფორმაცია ოქრუაშვილის საქმის შესახებ, ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი ამ საქმეს ყურადღებით დააკვირდება და ვაპირებთ მივიღოთ ყველა სახის ინფორმაცია. თავს შევიკავებთ, განვსაჯოთ ამ საქმის მიმდინარეობა, ჩვენ ყველა ამ საქმეს, მათ შორის, ხაზარაძისა და სხვა საქმეებსაც ყურადღებით ვაკვირდებით. კვლავაც ვიმეორებ, რომ პოლიტიკურ შეფასებას არ გავაკეთებ,“ - განაცხადა ლორა ტორნტონმა.

დღის ამბები