19 ნოემბერი 2024,   01:51
ვრცლად
ივანიშვილმა შეთხზა ზღაპარი, სახელმწიფო გადატრიალების შესახებ და პროკურატურა ამ ზღაპარს რეალურად აქცევს - ნინო გოგუაძე

„20 ივნისის ღამის სასტიკი დარბევის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილს ისე შეეშინდა საკუთარი ძალაუფლების დაკარგვის, რომ გადავიდა ძალიან ხისტ მოქმედებებზე,“ - ეს განცხადება „თავისუფალი დემოკრატების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ნინო გოგუაძემ გააკეთა.

ნინო გოგუაძის თქმით, ივანიშვილი ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით პოლიტიკოსების გარდა, აქციაზე მყოფი მოქალაქეების დაკავებებსაც არ ერიდება. გოგუაძის თქმით, ოლიგარქის სურვილს პროკურატურა და სასამართლო ემორჩილება.  

„მან შეთხზა ზღაპარი, სახელმწიფო გადატრიალების შესახებ და მისი მორჩილი პოლიტიკური პროკურატურა და სასამართლო ამის შეთხზულ ზღაპარს რეალურად გვიქცევს. დიახ, მან დაიწყო რეპრესიები, ის იჭერს პოლიტიკურ ოპონენტებს, იჭერს თავისუფალ მოქალაქეებს, მას სურს თავისუფალი სიტყვის დაპატიმრება. მას ჰგონია, რომ ამ მეთოდებით შეძლებს ძალაუფლების შენარჩუნებას და თავისუფლების მოყვარე საქართველოს მოქალაქეების დაშინებას, მაგრამ მას არაფერი არ გამოუვა, ის აუცილებლად დაკარგავს ძალაუფლებას და წააგებს არჩევნებს,“ - განაცხადა გოგუაძემ.

დღის ამბები