19 ნოემბერი 2024,   01:39
ვრცლად
ავტორიტეტდაკარგული ხელისუფლება ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს ძალის გადამეტებით და ადამიანების ციხეში ჩასმით - კორძაია

„ვხედავთ, რომ ხელისუფლება მზად არის ამ ქვეყანაში ყველაზე წესიერი ადამიანებიც კი გამოამწყვდიოს ციხეში,“ - ეს განცხადება „საქართველოს რესპუბლიკური პარტიის“ პოლიტიკურმა მდივანმა, თამარ კორძაიამ გააკეთა.

თამარ კორძაია 20 ივნისის ღამის შემდეგ დაწყებულ დაკავებების სერიას ეხმაურება და ამბობს, რომ ივანიშვილის ხელისუფლება მოქალაქეებს, მათ შორის, პოლიტიკოსებსაც იჭერს.

კორძაიას უდანაშაულო ადამიანის დაკავების ერთ-ერთ მაგალითად ბეჟან ლორთქიფანიძის საქმე მოჰყავს, რომელიც სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

„ის უკვე გადავიდა შეტევაზე და ნელ-ნელა სრულიად უდანაშაულო ადამიანებს აყენებს კატასტროფული მდგომარეობის წინაშე, აკისრებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას და ბეჟან ლორთქიფანიძის საქმე ნათელი დადასტურებაა. ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება მზად არის ამ ქვეყანაში ყველაზე წესიერი ადამიანებიც კი გამოამწყვდიოს ციხეში. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ პოლიტიკური ფიგურების დაკავება ეს არის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების დევნა ამ ქვეყანაში. ამიტომ, საზოგადოების წინაშე ავტორიტეტდაკარგული ხელისუფლება ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს ძალის გადამეტებით და ადამიანების ციხეში ჩასმით“, - განაცხადა კორძაიამ.

დღის ამბები