ირაკლი ოქრუაშვილმა თქვა, რომ „რუსთავი 2-ს“ მე თქვენ არ ჩაგაქრობინებთო, აი, ამით არის გამოწვეული დაკავება, - ეს განცხადება, პოლიტიკური მოძრაობა ”გამარჯვებული საქართველოს” დამფუძნებელმა, კოტე კემულარიამ გააკეთა.
კემულარია თანაგუნდელის დაკავებას პოლიტიკურ მოტივებს უკავშირებს და ამბობს, რომ გამარჯვებული საქართველოს ლიდერი მის მიერ „რუსთავი 2-თან“ წილებთან დაკავშირებით გამოთქმული პრეტენზიების გამო დააკავეს.
„თეთრი ძაფით არის ნაკერი, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ეს არ არის იურიდიული პროცესი, ეს არ არის პოლიტიკური დავალება, ეს არის რუსთავი 2-ის მიმართ გაკეთებული განცხადების გამო დაჭერა ადამიანის იმიტომ, რომ მან დაინახა საშიშროება, რომ რუსთავი 2-ს აქრობს რამდენიმე წელია და ჩათვალა, რომ შესაძლებელი იყო ამ ხალვაშის გამოჩენით და ასევე, ნაკოწიწევი რაღაცით, რომ გაეკეთებინა, გამოჩნდა ირაკლი ოქრუაშვილი და თქვა, რომ „რუსთავი 2-ს“ მე თქვენ არ ჩაგაქრობინებთ, აი, ამით არის გამოწვეული,“ - განაცხადა კოტე კემულარიამ.
"გამარჯვებული საქართველოს" ლიდერი 20 ივნისის საქმეზე რამდენიმე დღის წინ დააკავეს. მას გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, მის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავებიან.