19 ნოემბერი 2024,   01:46
ვრცლად
ეს ყველაფერი დაკავშირებულია მხოლოდ და მხოლოდ "რუსთავი 2"-თან - ოპოზიცია ოქრუაშვილის დაკავებაზე 

ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას პოლიტიკურ მოტივებს და ბიძინა ივანიშვილის განზრახვებს უკავშირებენ არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები.

საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე, ბაჩუკი ქარდავა ამბობს, რომ ირაკლი ოქრუაშვილი „რუსთავი 2-ის“ საქმესთან დაკავშირებული განცხადებების გამო დააკავეს. გარდა ამისა, ქარდავა ეხმაურება ექსპერტიზის ბიუროში მიმდინარე მოვლენებს, სადაც ოქრუაშვილი-ხალვაშის ხელმოწერის ნამდვილობა უნდა დადგინდეს და ამბობს, რომ ამ უწყებაში საკმაოდ რთული მდგომარეობაა.

ქარდავა განმარტავს, რომ ექსპერტები ძლიერი წნეხის ქვეშ არიან. მისი მტკიცებით, ექსპერტებზე, რომლებმაც ქიბარ ხალვაშის ხელმოწერის ნამდვილობა უნდა დაადგინონ, ზეწოლა ბიძინა ივანიშვილის დავალებით ხორციელდება. 

​"გამარჯვებული საქართველოს" ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი ამტკიცებს, რომ "რუსთავი2" მისი საკუთრებაა, ხალვაში მხოლოდ ნომინალური ფიგურა იყო, რასაც გერმანიაში, ნოტარიულად დამტკიცებული დოკუმენტი ადასტურებს. 

Image result for ბაჩუკი ქარდავა

„იმ საგანგაშო ინფორმაციებიდან, რაც მოდის ჩვენამდე სამხარაულის ბიუროსთან დაკავშირებით, ძალიან გამიჭირდება იმის თქმა, გაუძლებენ თუ არა ეს ადამიანები იმ პრესს, რომელსაც ივანიშვილი ახორციელებს სხვადასხვა მიმართულებით. ხორციელდება ზეწოლა მინისტრის, გახარიას მხრიდან, რომელსაც დანაშაულების კასკადი აქვს 20 ივნისიდან მოყოლებული ჩადენილი და ახლა ახორციელებს ზეწოლას ექსპერტებზე. იმიტომ, რომ ისინი ზეწოლას აცხადებენ, ფაქტია, რომ დასრულდება ეს ხელისუფლებაც და ნებისმიერ გაყალბებაზე ეს ადამიანები პასუხს აგებენ სამართლისა და კანონის წინაშე. მათ არ უნდათ გახდნენ სისხლის სამართლის დამნაშავეები და ჩაჰყვნენ სამარეში ივანიშვილს, ამის გამო ის ადამიანები დგანან თავიანთ პოზიციაზე და აზუსტებენ, რომ ეს რეალური ხელმოწერაა, მაგრამ ივანიშვილი ამას ვერ ეგუება და არ გამოვრიცხავ, რომ სამხარაული საერთოდ დახუროს,“ - ამბობს ქარდავა.

პოლიტიკური მოძრაობა "გამარჯვებული საქართველოს" დამფუძნებლის, გურამ ჩალაგაშვილის განცხადებით, პროკურატურამ ოქრუაშვილის წინააღმდეგ სამართალდამცველებისგან ჩვენებები მას შემდეგ აიღო, რაც ოქრუაშვილმა "შაბათის კურიერში" "რუსთავი2"-თან დაკავშირებით სკანდალური განცხადებები გააკეთა. 

Image result for გურამ ჩალაგაშვილ

„პოლიციელი ამბობს, რომ ერთ მეტრში ვიდექი ირაკლი ოქრუაშვილიდან, როდესაც მან გააკეთა მოწოდებაოგვანახონ, წითელი ისარი კარგად აქვთ გამოყენებული, მაშინ გვანახონ ოქრუაშვილთან ერთად ეს პოლიციელი იგივე წითელი ისრით. გვანახონ, სად იდგა ეს ადამიანი, სად გაიგონა, მაგრამ ეს ყველაფერი ხომ ფარსია. არანაირი 20 ივნისი, არანაირი მოწოდება, შეტაკება, ეს ყველაფერი დაკავშირებულია მხოლოდ და მხოლოდ რუსთავი 2-თან,“ - განაცხადა გურამ ჩალაგაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი დაკავებულია 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ბრალდებით.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები