საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გრიგორი კარასინის სავარაუდოდ, საქართველოში პერსონა ნონ გრატად ივან ვოლინკინით ჩანაცვლების საკითხსაც გამოეხმაურა. გიორგი ვოლსკის თქმით, ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ არის მიღებული. მისი განცხადებით, პერსონა ნონ გრატად ნებისმიერი ადამიანის გამოცხადება შეიძლება, ასეა რადგან საოკუპაციო ძალას წარმოადგენენ.
„ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ არის მიღებული. ამ თემასთან და პერსონალიასთან დაკავშირებით კომენტარები ნაადრევია. ზოგადად, შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის მხრიდან მოლაპარაკების პროცესში მონაწილე არც კარასინი და არც ნებისმიერი სხვა, რა გვარისაც არ უნდა იყოს, არ იქნება ადამიანი კეთილგანწყობილი და საქართველოს ინტერესებზე ორიენტირებული. პერსონა ნონ გრატად ნებისმიერი ადამიანის გამოცხადება შეიძლება, ვინაიდან ასეა თუ ისეა, წარმოადგენენ საოკუპაციო ძალას,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
გიორგი ვოლსკი „პატრიოტთა ალიანსის“ წევრის, გიორგი ლომიას განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელმაც საქართველოში სერგეი გავრილოვის ვიზიტთან დაკავშირებით ისაუბრა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, ბოლო პერიოდში ხშირად ხდება, რომ ყველაფერ ნეგატიურს ხელისუფლებას აბრალებენ.
„საკმაოდ სერიოზუ8ლი ზარალი რომ მიადგა ქვეყანას, აქ უნდა ეძებოს ლომიამ და მისმა პარტიამ სიტუაციის რეალური ანალიზი, რა ხდება. ბოლო პერიოდში მიეჩვივნენ იმას, რომ თავის თავზე პოზიტიურს იღებენ და ნეგატიური რაც ხდება, ყველაფერში ამაში ხელისუფლებაა დამნაშავე,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.