19 ნოემბერი 2024,   01:44
ვრცლად
დვალსა და აქიმიძეს "რუსთავი 2-ის" 40% შევთავაზე, რაზეც ბედნიერება ვერ შევატყვე - ქიბარ ხალვაში

ქიბარ ხალვაშმა დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს "რუსთავი 2-ის" წილის 40% შესთავაზა. ამის შესახებ სამაუწყებლო კომპანიის ახალმა მფლობელმა "რუსთავი 2-ის" დამფუძნებლებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ხალვაშის თქმით, აქიმიძესა და დვალს "რუსთავი 2-ის" წილის 40 პროცენტი შესთავაზა. თუმცა, დამფუძნებლებს კმაყოფილება ვერ შეატყო. 

„მე შევთავაზე, რომ ყოფილიყვნენ პარტნიორები, შევთავაზე 40 პროცენტი "რუსთავი 2-ის", რაზეც ბედნიერება ვერ შევატყვე, მაგრამ არც ის არის, რომ ხვალ საუბარი არ გაგრძელდეს. თვითონაც წინადადება მითხრეს, რაც საფიქრალია,“ - ამბობს ქიბარ ხალვაში.

ქიბარ ხალვაშმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ "რუსთავი 2-ში" საკადრო ცვლილებებს არ გეგმავს. სამაუწყებლო კომპანიის ახალი მფლობელი ამბობს, რომ უცხოელ მედია მენეჯერს კვლავ ეძებს.

 

დღის ამბები