„ზღვაში მომიწევს დგომა, მაგრამ არის საშუალებები, რითაც მივალთ, მივუახლოვდებით 20 მეტრის რადიუსზე და გავაგრძელებთ ამ აქციებს“, - ეს განცხადება აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ელგუჯა ბაგრატიონმა გააკეთა.
ბაგრატიონი ოზურგეთის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება, რის მიხედვითაც, მას მოსამართლემ ივანიშვილის რეზიდენციის ეზოსთან 20 მეტრზე უფრო ახლოს მისვლა აუკრძალა, ასევე, დააკისრა გარაო.
ელგუჯა ბაგრატიონი ამბობს, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით მას კონსტიტუციით მინიჭებული უფლება შეზღუდა. მისივე თქმით, ეს ემსახურება შეკვეთილში მიმდინარე აქციების ჩაშლას.
„მთავარი მიზანი იყო, რომ ბიძინა ივანიშვილს სიმშვიდე ჰქონოდა და არ მივსულიყავით. კიდევ ერთხელ ვამბობ, ის ბარიკადები, მანამდე შექმნილი სიტუაცია, ნათელი იყო, რომ მთავარი მიზანი იყო, ბიძინა ივანიშვილი ყოფილიყო მშვიდად და ეს აქციები შეწყვეტილიყო. თუმცა, ეს აქციები ადამიანები ცდებიან, მოუწევთ ე.წ. რულეტკით სიარული პოლიციას, რომ 20 მეტრის რადიუსში, რა თქმა უნდა, ზღვაში მომიწევს დგომა, მაგრამ არის საშუალებები, რითაც მივალთ, მივუახლოვდებით 20 მეტრის რადიუსზე და გავაგრძელებთ ამ აქციებს და არ მივცემთ სიმშვიდეს ბიძინა ივანიშვილს,“ - ამბობს ბაგრატიონი.