19 ნოემბერი 2024,   01:40
ვრცლად
ოფიციალური ინფორმაცია ამის შესახებ არ გვინახავს - ზურაბ აბაშიძე კარასინის ვოლინკინით შესაძლო ჩანაცვლებაზე

პრემიერმინისტრის წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე გრიგორი კარასინის ივან ვოლინკინით შესაძლო ჩანაცვლების შესახებ ინფორმაციას გამოეხმაურა. აბაშიძის განცხადებით, აღნიშნული ინფორმაციის შესახებ მედიასაშუალებებით შეიტყო. მისი თქმით, ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებას მხოლოდ რუსეთის საგარეო უწყების მიერ ოფიციალური ინფორმაციის გავრცელების შემდეგ შეძლებს. ცნობილია, რომ ვოლინკინი საქართველოში პერსონა ნონ გრანტად არის გამოცხადებული. 

„ჩვენ გუშინ მედიასაშუალებებით შევიტყეთ იმის შესახებ, რომ ბატონი კარასინი მას შემდეგ, რაც დატოვებს იგი მინისტრის მოადგილის თანამდებობას, შეიძლება ჩაანაცვლოს ამა თუ იმ პიროვნებამ. რაიმე ოფიციალური ინფორმაცია ამის შესახებ არ გვინახავს, შესაბამისად, კომენტარს გავაკეთებთ მას შემდეგ, რაც უკვე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო უწყება ოფიციალურ ინფორმაციას გაავრცელებს,“ - განაცხადა აბაშიძემ.

დღის ამბები