„ვუყურებთ მთავრობისა და ეროვნული ბანკის სრულიად არაკომპეტენტურობას," - ეს განცხადება „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით გააკეთა.
ოპოზიციის წარმომადგენლის თქმით, ქვეყანას იმისთვის ჰყავს მთავრობა და აქვს ეროვნული ბანკი, რომ საგარეო ფაქტორების მიუხედავად, ლარის გაუფასურებისგან გამოწვეული პრობლემები მოქალაქეებმა საკუთარ ჯიბეზე ვერ იგრძნონ.
წლებია, ლარი ასეთ მდგომარეობაშია, წლებია, ეკონომიკა სუსტდება, წლებია, ფასების საკითხი აღელვებს ჩვენს მოსახლეობას, წლებია, უმუშევრობის პრობლემა გვაწუხებს და ამის მიუხედავად, ვერცერთი ნაბიჯი ამ მთავრობამ ვერ გადადგა,“ - აცხადებს ჭიაბერაშვილი.
ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს. ერთი დოლარის ოფიციალური კურსი 2.9507 ლარი გახდა. კომერციულ ბანკებში კი ერთი დოლარის ღირებულება 3 ლარია.