19 ნოემბერი 2024,   01:55
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტების კითხვებს გაექცა

სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტების კითხვებს გაექცა. საქართველოს პრეზიდენტმა მედიის წარმომადგენლების მიერ ეროვნული ვალუტის რეკორდულ გაუფასურებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას არ უპასუხა. 

სალომე ზურაბიშვილმა არც დავით გარეჯის საკითხზე დასმულ კითხვაზე მოისურვა პასუხის გაცემა. პრეზიდენტი ჟურნალისტების კითხვებს გაექცა. 

სალომე ზურაბიშვილი პრემიერმინისტრთან ერთად ლისის ტბაზე, „ევრობასკეტის“ მასპინძლობის უფლების მოპოვებასთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდა. 

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს. ერთი დოლარის ოფიციალური კურსი 2.9507 ლარი გახდა. კომერციულ ბანკებში კი ერთი დოლარის ღირებულება 3 ლარია. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები