„დღეს არსებული კურსი გაცილებით უფრო მეტად არის გაუფასურებული, ვიდრე ამას განაპირობებს მაკროეკონომიკური პარამეტრები,” - აცხადებს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცეპრეზიდენტი პაატა ბაიტრახტარი.
მისი თქმით, როცა ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი პირები ამბობენ, რომ ჯერ პროცესებს აკვირდებიან, სწორი სტრატეგია არ არის.
უფრო მეტიც, ბაიტრახტარი მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის პროცესში ჩართვის აუცილებლობა დიდი ხნის წინ იდგა.
„ასეთ რეალობაში უკვე ირთვება ცნეტრალური ბანკის როლი. როცა ცენტრალური ბანკი ცდილობს, სრული იგნორი გაუკეთოს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, ამ შემთხვევაში ეროვნულ ვალუტას, ეს რასაკვირველია, ამძიმებს მდგომარეობას, საზოგადოებას უჩენს შიშის განცდას. გამოდის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი და ამბობს, რომ თუ საჭიროება მოითხოვს ის ჩაერევა და გამოიყენებს ინსტრუმენტებს. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ამის საჭიროება დადგა ძალიან დიდი ხნის წინ,“ - აცხადებს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცეპრეზიდენტი პაატა ბაიტრახტარი.