19 ნოემბერი 2024,   00:48
ვრცლად
ივანიშვილი არის ისეთი თავგაცხელებული, რომ შეიძლება წავიდეს დაჭერებზე, მკვლელობაზეც კი - გიორგი კაპანაძე

Presa.ge-ის რედაქტორი გიორგი კაპანაძე საქალაქო სასამართლოსთან ნიკა გვარამიას გამოკითხვის დასრულებას ელოდებოდა. კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის დამფუძნებელი და დირექტორი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს არ მოსწონს ის ადამიანები, ვინც მას აკრიტიკებს და უპირისპირდება. გიორგი კაპანაძე არ გამორიცხავს, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მისთვის არასასურველი ადამიანების გასანეიტრალებლად ყველაფერზე წავა, მათ შორის მკვლელობაზეც კი.

„ნებისმიერი ადამიანი არის საფრთხის ქვეშ, ვინც ებრძვის სისტემას და უპირისპირდება ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს. ნიკა გვარამია არის ამ თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი ფიგურა. ის ებრძვის და საკმაოდაც აზიანებს ივანიშვილის რეჟიმს, რომელმაც უკვე დაიწყო რეპრესიები. არა მხოლოდ ნიკა გვარამია, არამედ თითოეული ჩვენგანი ვართ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის სამიზნე. სამწუხაროდ, ივანიშვილი არის ისეთი თავგაცხელებული, რომ შეიძლება წავიდეს ყველაფერზე, შეიძლება წავიდეს დაჭერაზე, წავიდეს კიდევ უფრო მძიმე რეპრესიებზე, მკვლელობაზეც კი და ავღნიშნავ, რომ ეროსი კიწმარიშვილის ბურუსით მოცული გარდაცვალება ჯერ კიდევ არის გამოუძიებელი და ოჯახს ჯერ კიდევ აქვს კითხვები, სავსებით ლეგალურად და სამართლიანად,“ - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები