იუსტიციის უმაღლესი საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანთან, გიორგი მიქაუტაძეთან გასაუბრება დასრულდა. გასაუბრების პროტესტი 5 საათის განმავლობაში გაგრძელდა. მიქაუტაძე ერთ-ერთია იმ 10 მოსამართლეს შორის, რომელთა სიაც რამდენიმე თვის წინ დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეცა და რომლის განხილვაც ხმაურით ჩავარდა.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან საბჭოს წვერების კითხვები ძირითადად მის გავლენებს სასამართლო სისტემაში და ასევე კონკრეტულ რეზონანსულ საქმეებს ეხებოდა.
იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის ნაზი ჯანეზაშვილის შეკითხვა გიორგი მიქაუტაძესთან მიხეილ ჩინჩალაძესა და ვანო ზარდიაშვილთან ურთიერთობას ეხებოდა. მიქაუტაძის თქმით, ჩინჩალაძე მისი კოლეგაა, მმართველი გუნდის დეპუტატი, ვანო ზარდიაშვილი კი მისი მეგობარია.
„ვანო ზარდიაშვილი არის ჩემი დიდი ხნის კარგი მეგობარი და ვხვდები ხოლმე. თქვენ წარმოიდგინეთ, რესტორანშიც შევხვედრივართ. ეს ფაქტი როგორ უნდა შევცალოთ. ან მე და ვანომ უნდა დავანებოთ მეგობრობას თავი. თქვენ რომელს მთავაზობთ? არ ვაპირებ არც ერთს და არც მეორეს. მე ჩემი საქმიანობით ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ არ მივცე საფუძველი არცერთ მოქალაქეს, არცერთ დაინტერესებულ პირს ეჭვისთვის, რომ შესაძლოა, მე რაიმე არასწორი გზით ვიყენებდე კონტაქტებს,“ - გამაცხადა მიქაუტაძემ.
გიორგი მიქაუტაძეს შეკითხვა ასევე სასამართლო სისტემაში ლიდერობასთან დაკავშირებით დაუსვეს.
„ეს ჩემი ვალდებულებაც არის, რომ რაღაც საკითხებზე საერთო ხედვა სასამართლო სისტემის წარმოვადგინო ხოლმე, როდესაც საჭირო იქნება, გამოვიდე საჯარო გამოსვლებით, მედიასაშუალებებით, თუ ამას ვინმე ჩათვლის, რომ ეს შეიძლება იყოს ლიდერობა. მე დავეთანხმები და ვიტყვი, რომ ეს შესაძლოა, ვინმემ აღიქვას ლიდერობად, უბრალოდ ამ ლიდერის სახელის უკან დგას გარკვეული მოვალეობები, ფუნქციები, რომელიც კანონით და კონსტიტუციით არის,“ - აღნიშნა მიქაუტაძემ.
მიქაუტაძეს შეკითხვა თამარ ხაჭაპურიძის საქმესთან დაკავშირებით დაუსვეს. ხაჭაპურიძე მას თავდასხმაში ადანაშაულებს. საუბარი გონიოში მომხდარ ინციდენტზე. ნაზი ჯანეზაშვილი დაინტერესდა, რა ეტაპზეა საქმე და რატომ არ ასრულებს პროკურატურა გამოძიებას. მიქაუტაძემ განაცხადა, რომ არ აქვს ინფორმაცია თუ რა ეტაპზეა გამოძიება, პროკურატურა ამ მიმართულებით მას ანგარიშს არ აბარებს.
„მესმის რეპუტაციურად ერთი საკითხი, მაგრამ სასწორის მეორე პინაზე მეორე რეპუტაცია დევს, ჩემი, როგორც მდივნის და ამ შემთხვევაში გარკვეული მეტი აღჭურვილი პირის აქტიური მოქმედებები იმ საქმესთან დაკავშირებით, სადაც შესაძლებელია, პირადი ინტერესი მქონდეს. ესეც ხომ რეპუტაციული ფასეულობაა. რომ ავწონოთ ეს ორი რეპუტაციული ფასეულობა, მე ფსონს ვაკეთებ იმაზე, რომ ყოველი აქტიური მოქმედება ჩემი მხრიდან ან ჩემი სტატუსით გათვალისწინებული, იქნება, ალბათ, უფრო დამაზიანებელი, ვიდრე ნეიტრალური მდგომარეობის შენარჩუნება, ისე, როგორც ვარ ახლა, ზედმეტი კითხვების დასმის გარეშე. ჩემი. როგორც მდივნის აქტიური მოქმედებები და მოთხოვნების დაყენება იქნებოდა უფრო დამაზიანებელი,“ - განაცხადა მიქაუტაძემ.