ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს შეხვდა. კრემლის ინფორმაციით, სოჭში გამართულ მოლაპარაკებებზე რაულ ხაჯიმბამ და რუსეთის პრეზიდენტმა სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები და აფხაზეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობების შემდგომი განვითარება განიხილეს.
შეხვედრაზე პუტინმა იმედი გამოთქვა რომ ე.წ. არჩევნები ოკუპირებულ აფხაზეთში დემოკრატიული პრინციპების მკაცრი დაცვით გაიმართება. ხაჯიმბამ კი რუსეთს პრეზიდენტს ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადა.