პრემიერ-მინისტრი ზუგდიდში მდებარე თხილის მწარმოებელ საწარმოს ეწვია. ადგილზე ჩასული მამუკა ბახტაძე საწარმოს მუშაობას გაეცნო. პრემიერმა ასევე, სამთავრობო პროგრამაზე და ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„უკვე შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ აზიური ფაროსანას პრობლემის მოგვარება მიუახლოვდა დასასრულს და წლევანდელი წელი არის გარდამტეხი. მე მიხარია, რომ მოსავლის ჩაბარების პროცესი მიმდინარეობს წარმატებით და უკვე ვიცით, რომ წელს ჩვენი ფერმერები მიიღებენ ღირსეულ შემოსავალს,“- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.