საპროტესტო აქცია ბათუმში - ე.წ "ოცნების ქალაქში“ საცხოვრებელი სახლების მშენებლობის დროულად დაწყებას ითხოვენ. აქციის მონაწილეები პროცესის გაჭიანურების გამო ვარაუდობენ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება დაპირებას არ შეასრულებს.
როგორც აჭარის მთავრობაში განაცხადეს, აქციის მონაწილეთა შიში უსაფუძვლოა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, პროექტის პრეზენტაცია რამდენიმე დღეში იგეგმება, სამუშაოები კი 15 ოქტომბრამდე დაიწყება.