თბილისში, მეორე დღეა, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელის კონფერენცია მიმდინარეობს.
ღონისძიებაზე 55 ქვეყნის 100-მდე დელეგატი მომხმარებელთა დაცვის, ციფრულ სივრცეში არსებულ რისკებსა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებაზე მსჯელობს.
კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო 6 ქვეყნის შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობის მემორანდუმებს გააფორმებს.