17 სექტემბერი 2026,   10:51
ვრცლად
პარლამენტმა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარედ თორნიკე ჭეიშვილი აირჩია

საქართველოს პარლამენტმა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარედ თორნიკე ჭეიშვილი აირჩია. გადაწყვეტილებას პლენარულ სხდომაზე 81-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე თორნიკე ჭეიშვილის კანდიდატურა ფრაქცია "ქართულმა ოცნებამ" წარადგინა.

აღნიშნულ თანამდებობაზე თორნიკე ჭეიშვილმა მაია ბითაძე შეცვალა, რომელიც, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, კულტურის მინისტრად დაინიშნა.

 

 

დღის ამბები