მედიაზე ზეწოლად აფასებს ზუკა გუმბარიძის დაკითხვას საპარლამენტო ოპოზაიცია. დეპუტატების განცხადებით, საქმე რომელზეც ტელეკომპანია "ფორმულას" გენერალური დირექტორს კითხავენ პოლიტიკურად მართულია.
"ევროპული საქართველოს" წევრის, ირაკლი აბესაძის განცხადებით, ხელისუფლებას არსენალში დარჩა დაშინება და მცდელობა, რომ მძიმე ყოფითი პირობები, რომლებიც ართულებენ ადამიანის ცხოვრებას არ გაშუქდეს.
მმართველ გუნდში კი პოლიტიკურ მოტივებს გამორიცხავენ და სამართლებრივ პროცესზე საუბრობენ.
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ის საქმის დეტალებს არ იცნობს, თუმცა, აღნიშნავს რომ მოწმის სახით ადამიანის გამოკითხვაში პრობლემას ვერ ხედავს.