20 აპრილი 2024,   08:45
ვრცლად
სასამართლომ "რუსთავი2-ის" 60 %-იან წილს ყადაღა დაადო

სასამართლომ ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის  60 %-იან წილს ყადაღა დაადო. ამის შესახებ ინფორმაციას აქიმიძე-დვალის ინტერესების დამცველი კახა კოჟორიძე ავრცელებს. ადვოკატის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ, აქიმიძისა და დვალის სარჩელი წარმოებაში მიიღო, შესაბამისად ტელევიზიის წილის 60 %-ს ყადაღა დაედო. 

"რუსთავი2-ის" გენერალური დირექტორის და ქიბარ ხალვაშის ადვოკატის თქმით, მხარეს სარჩელი ჯერ არ მიუღია. პაატა სალია განმარტავს, რომ შესაბამის იურიდიულ მოქმედებებს, სასამართლო განჩინების გაცნობის შემდეგ განახორციელებენ. 

დღის ამბები