16 სექტემბერი 2026,   08:34
ვრცლად
სასმელი წყლის, სანიაღვრე სისტემისა და გზების პრობლემები აფენში - დავით ბაქრაძე სოფელ ბოკვიანის მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო

სოფელ ბოკვიანის მოსახლეობას სასმელი წყლის, სანიაღვრე სისტემისა და შიდა გზების პრობლემა აწუხებს. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ ისინი ხელისუფლებისგან თავს მიტოვებულად გრძნობენ.

აფენში მალე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია, კამპანიის ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობასთან შესახვედრად "ევროპული საქართველოს" ლიდერი დავით ბაქრაძე თემის საკრებულოს მაჟორიტარ კანდიდატთან, მალხაზ მელაშვილთან ერთად ჩავიდა. 

"ადგილობრივ ხელისუფლებას არ აწუხებს მოსახლეობის პრობლემები და სწორედ ეს უნდა შეიცვალოს არჩევნების გზით,"- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დღის ამბები