საქართველოში "ტრამპ თაუერის" პროექტის განხორციელება ქვეყნის სამომავლო განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს მოვლენად ფასდება. მსოფლიო მასშტაბით ცნობილი ბრენდის შემოსვლას ქართველი ინვესტორები ნდობაზე დაფუძნებულ და უნიკალურ პარტნიორობად მიიჩნევენ.
პროექტის მნიშვნელობასა და კონკურენტულ გარემოში საუკეთესოობის ამბიციაზე "ტრამპ თაუერის" პროექტის ერთ-ერთმა ინვესტორმა, ზაზა ფაჩულიამ ისაუბრა.
"მნიშვნელოვანი პროექტია ჩვენი ქვეყნისთვის, განვითარებისთვის, მომავლისთვის, რადგანაც ისეთი ძლიერი, მსოფლიო მასშტაბით ცნობილი ბრენდი [შემოდის საქართველოში]. თვითონ ერიკ ტრამპმაც გამოსვლაში აღნიშნა, რომ ამბიცია აქვს, იყოს საუკეთესო, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდი კონკურენციაა. მნიშვნელოვანია, რომ ეს ურთიერთობა დაიწყო ნდობით ორივე მხრიდან და მოხარულები ვართ, რომ ჩვენს ქვეყანაში იქნება. არ არის ძალიან ბევრი პროექტი მსოფლიო მასშტაბით," - აცხადებს ზაზა ფაჩულია.