16 სექტემბერი 2026,   15:38
ვრცლად
"ეს მთელი მსოფლიოს ინვესტორებისთვის არის სიგნალი, რომ ქართული უძრავი ქონების ბაზარი არის მიმზიდველი" - ილია წულაია "ტრამპ თაუერის" პროექტზე

საქართველოში "ტრამპ თაუერის" პროექტის განხორციელება ქართული უძრავი ქონების ბაზრის მნიშვნელოვან წინსვლად ფასდება. უმსხვილესი სამშენებლო-დეველოპერული ჰოლდინგებისა და ბიზნესჯგუფების წარმომადგენლებმა, რომლებიც ტრამპის ორგანიზაციის პარტნიორები არიან, პროექტის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე ოფიციალური ღონისძიების დასრულების შემდეგ ისაუბრეს.

პროექტის მასშტაბებსა და გლობალური ინვესტორებისთვის გაგზავნილ სიგნალზე სამშენებლო კომპანია "არქის" დამფუძნებელმა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ილია წულაიამ ისაუბრა.

"ეს არის ქართული უძრავი ქონების ბაზრის დაახლოებით 5-10 წლით წინ წაწევა, რადგან იმდენად მასშტაბური, იმდენად მაღალი დონის და ე.წ. ლუქს ტიპის პროექტია და მსოფლიო დონის ბრენდი, რომ ეს მთელი მსოფლიოს ინვესტორებისთვის არის სიგნალი, რომ ქართული უძრავი ქონების ბაზარი არის მიმზიდველი, ქართული უძრავი ქონების ბაზარზე შემოდის ისეთი ტოპ ბრენდი, როგორიც არის "ტრამპ თაუერი" და ინვესტორებისთვის ეს არის გზავნილი, რომ მეტი ინვესტიცია განხორციელდეს საქართველოში," - აცხადებს სამშენებლო კომპანია "არქის" დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ილია წულაია.

დღის ამბები