13 აგვისტო 2022,   16:17
ვრცლად
თოჯინების საერთაშორისო ფესტივალი - "არტ-დოლ თბილისი 2019" იწყება

"არტ-დოლ თბილისი 2019" იწყება. თოჯინების მესამე საერთაშორისო ფესტივალზე, რომელშიც 26 ქვეყნის 100-მდე ოსტატი მონაწილეობს, წელს სიახლეა. გამოცხადდა კონკურსი, თემით "შანელის სამყარო".

მონაწილეები კონკურსში ნამუშევარსაც წარმოადგენენ, გამარჯვებული იმავე დღეს დასახელდება. არტ-დოლი ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში 2 ნოემბერს გაიხსნება.

ყველაფერი 2016 წელს დაიწყო. იულიამ პირველი ფესტივალისათვის ქვეყნის დაახლოებით 20-მდე მეთოჯინე არც თუ იოლად მოიძია. წელს არტ-დოლზე უკვე 22 ქვეყნის მხატვარი მიიღებს მონაწილეობას და საკუთარ ნაშრომს 40-ზე მეტი ქართველი ავტორი წარადგენს. "არტ-დოლ 2019" 2 ნოემბერს ზურაბ წერეთლის სახელობის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გაიმართება. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ტექნიკით შექმნილი ნამუშევრები.

თოჯინები მრავალფეროვანი მასალისაგან იქნება დამზადებული, დაწყებული "პაპიე- მაშეთი" დამთავრებული დახვეწილი ფაიფურით. მაგრამ ეს არ განსაზღვრავს თოჯინების ღირებულებას. უმნიშვნელოვანესია ჩანაფიქრი, იდეა, მხატვრული ილუზიის ხორცშესხმა და ჩანაფიქრის ტექნიკური განხორციელება.

ავტორი: სალომე თარხნიშვილი

დღის ამბები