საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, კულტურის ახლად დანიშნული მინისტრი მაია ბითაძე სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა.
მთავრობის მეთაურმა საჯარო სამსახურში მუშაობის მიმართულებით მაია ბითაძის მრავალწლიან გამოცდილებაზე გაამახვილა ყურადღება და მას წარმატებები უსურვა.
"ჩვენთვის ძალიან პრინციპული და მნიშვნელოვანი იყო, რომ სათანადო მართვის გამოცდილების მქონე ადამიანი ჩასდგომოდა სათავეში კულტურის სამინისტროს. ჩვენთვის კულტურა არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი და გვინდა, ფუნდამენტურ ცვლილებებს მივაღწიოთ მომდევნო წლების განმავლობაში კულტურის სფეროში. უამრავი გამოწვევაა სხვადასხვა მიმართულებით. ეს გამოწვევები გლობალურ გამოწვევებთანაც არის დაკავშირებული. ვფიქრობთ, ბევრი მიმართულებით არის შესაძლებელი, მივაღწიოთ საფუძვლიან წინსვლას. ქართული კულტურის უკლებლივ ყველა დარგი ჩვენთვის პრიორიტეტულია და დარწმუნებული ვართ, ქალბატონი მაია ძალიან დიდი გულისხმიერებით უხელმძღვანელებს კულტურის სამინისტროს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.