20 აპრილი 2024,   05:09
ვრცლად
"ბევრნი არიან, ზოგი ფსიქიატრთან მკურნალობს, ზოგმა იმკურნალა"- მეუფე პეტრე სკანდალური ბრალდების მოწმეებზე საუბრობს

ჭყონდიდის ეპარქიის უკვე ყოფილმა მღვდელმთავარმა პეტრემ საკუთარი სკანდალური განცხადების შესახებ განმარტება გააკეთა. მეუფე პეტრეს განცხადებით, მას ჰყავს არაერთი მოწმე, რომელიც მის ბრალდებას დაადასტურებს. ყოფილი მღვდელმთავრის თქმით, მას მოწმეების სინოდის სხდომაზე წარდგენა სურდა, თუმცა ამის საშუალება არ მისცეს. 

"მე ვითხოვდი, რომ ხვალ 12 საათზე გაგრძელებულიყო სინოდის სხდომა და მოეცათ ჩემთვის უფლება, რომ სჯულის კანონის თანახმად, დამემტკიცებინა ჩემი ბრალდება.

მე ჟურნალისტურად არ ვაპირებ ამას. მე ვითხოვდი სინოდის სხდომაზე დამტკიცებას, ადამიანები მოვიდოდნენ, რომლებიც დაადასტურებდნენ ჩემს ბრალდებას, მე ამის ყველანაირი რესურსი გამაჩნდა, ახლაც გამაჩნია. ისინი არიან ადამიანები, რომლებიც არიან მსხვერპლი ამ მდგომარეობის, საუბედუროდ რომელთა რიცხვი არ არის ცოტა. ზოგი ფსიქიატრთან დადის სამკურნალოდ, ზოგი ფსიქოლოგთან, ზოგმა უკვე იმკურნალა და ა.შ. თვით ფსიქოლოგებიც კი მერე მოძღვართან მიდიან სამკურნალოდ, ძალიან მძიმე ფსიქოლოგიური სტრესი აქვთ მიღებული,"- განაცხადა მეუფემ.

ყოფილი მღვდელმთავარის თქმით, მას მონასტერში წასვლისკენ მოუწოდეს, რასაც არ დაემორჩილა. 

"სულის გადარჩენა მართალთა ხვედრია, მე მერჩივნა დავსჯილიყავი სიმართლისათვის, ვიდრე ტყუილით გავმართლებულიყავი. ვაპირებ ცხოვრების გაგრძელებას, როგორც მართალი კაცი, ღვთის, ერის და ეკლესიის წინაშე,"- განაცხადა მეუფემ პეტრემ. 

შეგახსენებთ, ჭყონდიდის ეპარქიის უკვე ყოფილმა მღვდელმთავარმა პეტრემ, სინოდის სხდომიდან გამოსვლის შემდეგ პატრიარქი "მამათმავლობის ცოდვაში" დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ სწორედ ამიტომ გაათავისუფლეს ის მღვდელმთავრის თანამდებობიდან.

ამავე თემაზე
დღის ამბები