მსოფლიო საოპერო ვარსკვლავები ქუთაისში ჩავიდნენ. საქველმოქმედო ფონდი "ნატვრის ხე" გალა კონცერტისთვის ემზადება. ნინო სურგულაძის ინიციატივით, კონცერტი ქუთაისში წელს პირველად გაიმართება.
საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი ნატვრის ხე, წელს უკვე 5 წლიან ისტორიას ითვლის. ამ დროის განმავლობაში ფონდმა შეძლო და 60-ზე მეტი ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა. 300-მდე მრავალშვილიან ოჯახს დახმარება აღმოუჩინა და მძიმე სენით დაავადებული პატარების ოჯახებს მათი შვილების გადარჩენის იმედი დაუბრუნა.
საქველმოქმედო პროექტის მონაწილეებს ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრი უმასპინძლებს.
კონცერტი "ნატვრის ხე" "რუსთავი 2"-ის ეთერში, 9 ნოემბერს, "კურიერის" დასრულებისთანავე, პირდაპირ ეთერში დაიწყება.