26 აპრილი 2024,   07:24
ვრცლად
ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის სასამართლო პროცესი დღეს ჩაინიშნება

რამდენიმე სააათში, ფოთში, საკრებულოს თავმჯდომარის სასამართლო პროცესი უნდა ჩაინიშნოს. ირაკლი კაკულიას და მასთან ერთად დაკავებულ 3 პირს ბრალი რამდენიმე მუხლით წაუყენეს.

გამოძიება მათ დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლებაში დახმარებას, სახელმწიფო ქონების გაფლანგვას, დიდი ოდენობით ქრთამის აღებას, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას ედავება.

ადვოკატი საქმის მასალებს უკვე გაეცნო. მისი ინფორმაციით, ფოთის საკრებულოს თავჯდომარე ბრალს არ აღიარებს.

დღის ამბები