18 ნოემბერი 2024,   05:45
ვრცლად
მოლოდინის რეჟიმში ვართ, ინფორმაციას წითელი ჯვრისგან ველოდებით - ოკუპანტების მიერ დაკავებული ექიმის ოჯახი

სასჯელი ჰიპოკრატეს ფიცის ერთგულებისთვის - უკვე ერთი კვირაა ტყვეობაში რჩება ქართველი ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც ე. წ.ი საზღვრის უკანონო კვეთისთვის ოკუპანტებმა დააკავეს.

თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ტრავმატოლოგ-ორთოპედი, ოკუპირებულ ზონაში საქართველოს მოქალაქის დასახმარებლად ჩავიდა. ექიმს გუშინ აღმკვეთი ღონისძიება შეუფარდეს და ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს.  

ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები "კურიერთან" საუბარისას აცხადებენ, რომ არ აქვთ ინფორმაცია, თუ რა ვითარებაში ჰყავთ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს ექიმი დაკავებული და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

"არაფერი სიახლე არ არის. მოლოდინის რეჟიმში ვართ, რომ წითელი ჯვარი შევიდეს და ინფორმაცია გამოიტანოს," - განუცხადა ვაჟა გაფრინდაშვილის შვილმა მართა გაფრინდაშვილმა "კურიერს" სატელეფონი საუბარს.

დღის ამბები