22 დეკემბერი 2024,   10:23
ვრცლად
ბიუჯეტის კუთვნილი 61 მილიონი - კომპანიას, რომელიც ბათუმში სპორტკომპლექსს აშენებს, ხელისუფლებასთან გარიგებაში ადანაშაულებენ

ბიუჯეტის კუთვნილი 61 მილიონი, 3 ჯერ გადავადებული პროექტის ჩაბარების თარიღი და სპორტული კომპლექსის გარეშე დარჩენილი სპორტსმენები.

კომპანია, რომელიც ბათუმში სპორტკომპლექსს აშენებს "საბა კონსთრაქშენია", რომელსაც ოპოზიცია ხელისუფლებასთან კავშირში ადანაშაულებს და კორუფციის ნიშნებს ხედავს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ კომპანიის მესვეურებს შეცდომები მხოლოდ იმიტომ ეპატიათ, რიომ ისინი "ქართული ოცნების" შემომწირველები არიან.

"ეს პროექტიც ნათელი მაგალითია, "ქართული ოცნების" ხელისუფლების უპასუხისმგებლობის და უმაქნისობის. ეს პროექტი ძალიან დიდი ხნის წინ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ დღემდე ვერ მოაბეს თავი. როდესაც ხელშეკრულება გრძელდება არაერთხელ და კომპანიას არ ეკისრება სანქცია, კითხვის ნიშნებს ბადებს, ხომ არ გვაქვს კორუფციასთან საქმე და მეორე, ასეთი კომპანიები გვევლინებიან "ქართული ოცნების" შემომწირველებად,"-აცხადებს ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე მირდატ ქამადაძე.

ბათუმში სპორტკომპლექსის მშენებლობა 2019 წლის მაისში უნდა დასრულებულიყო, თუმცა მშენებლობის ჩაბარების ვადამ ჯერ სექტემბრამდე, შემდეგ კი 31 დეკემბრამდე გადაიწია, თუმცა მშენებლობის დასრულება ვერ მოხერხდა. როგორც სამშენებლო კომპანიაში აცხადებენ, პროცესის გაჭიანურება, ტექნიკურმა პრობლემებმა გამოიწვია. კომპანიის ინფორმაციით, სამუშაოები 2020 წლის გაზაფხულზე დასრულდება. 

განსხვავებული პოზიცია აქვს ადამკვეთს, შ.პ.ს "სტადიონს" რომელიც აჭარის მთავრობას ეკუთვნის. შპს "სტადიონის დირექტორი "კურიერთან" აცხადებს, რომ სამშენებლო სამუშაოები, ბათუმის სპორტკომპლექსში თებერვალსი დასრულდება. კომპანიას კი, თითოეულ გადაცილებულ დღეზე, ჯარიმა დაეკისრება.

დღის ამბები