ლაშა ჩხარტიშვილი გარემოსდაცვით ორგანიზაციებს მიმართავს, უარი თქვან ივანიშვილების ოჯახისგან შემოწირულობების მიღებაზე.
"მივმართავ ავსტრალიის ხელისუფლებას და გარემოსდაცვით ორგანიზაციებს, არ მიიღოთ შემოწირულობა ბიძინა ივანიშვილის ოჯახისგან, რადგან ისინი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ეკოდამნაშავეები არიან,"-განაცხადა სგანგებო ბრიფინგზე, "ლეიბორისტული პარტიის" წევრმა ლაშა ჩხარტიშვილმა.
ჩხარტიშვილი მოთხოვნის გაგზავნას ეკოსაკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციისთვის მომავალ კვირას გეგმავს.