26 სექტემბერი 2026,   10:33
ვრცლად
პროტესტი რაში შეიძლება გადაიზარდოს, რაში აზვირთდეს და როგორი ფაზები შეიძლება ვიხილოთ, ამას ვერავინ იწინასწარმეტყველებს - ირაკლი ფავლენიშვილი შალვა პაპუაშვილის წერილზე

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის წერილს, სადაც ის წერს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული საპროტესტო მოძრაობა, რომელსაც ოპოზიციის ნაწილმა რეფერენდუმი უწოდა, საბოლოოდ ფსევდორელიგიურ მოძრაობად გარდაიქმნა, გამოხმაურებები მოჰყვა ოპოზიციაში.

პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" დროებითი მმართველობის საბჭოს თავმჯდომარე, ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში მუდმივად იყო ქუჩის აქციები, თუმცა გასაკვირი არ არის, რომ იმდენი ადამიანი დღეს აღარ დგას ქუჩაში, როგორც ეს პირველ დღეებში იყო.

"პირველ დღეს რამდენი ადამიანიც იყო ქუჩაში, იმდენი ადამიანი რომ არ იქნება, ეს ყველასთვის გასაგებია. მაგრამ, მთავარია რომ ამ ქვეყანაში მუდმივად იყო ქუჩის აქციები და პროტესტი. თუმცა შემდეგ ეს პროტესტი რაში შეიძლება გადაიზარდოს, რაში აზვირთდეს და როგორი ფაზები შეიძლება ვიხილოთ, ამას ვერავინ ვერ იწინასწარმეტყველებს, იმიტომ რომ ასეთი გახლავთ ზოგადად პროტესტის ანატომია," - აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი.

დღის ამბები