კიბოსთან ბრძოლის უნივერსალური მეთოდი აღმოჩენილია. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანელი მეცნიერები ავრცელებენ.
ახალი აღმოჩენის მიხედვით, ადამიანის იმუნური სისტემის მოდიფიკაცია ხდება, რომელიც შემდეგ კიბოს უჯრედების წინააღმდეგ გამოიყენება.
ლაპარაკია უნიკალური ტიპის უჯრედებზე ტ-ლიმფოციტებზე, რომლებსაც სხვადსხვა ტიპის საფრთხის დაძლევა შეუძლიათ.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ახალი მიგნება უმძიმესი სენის დამარცხებას შეუწყობს ხელს.