25 აპრილი 2024,   03:18
ვრცლად
მოვუწოდებ ქართველებს, არ მისცენ პოლიტიკურ უთანხმოებას მათი დაყოფის საშუალება - ევროპარლამენტარი ტერჰეში

რუმინელი ევროპარლამენტარი, სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან კრისტიან ტერჰეში საქართველოს დელეგაციის წევრებთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება და იმ მნიშვნელოვან თემებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც კახა კუჭავასთან და ირაკლი ბერაიასთან შეხვედრისას განიხილა:

"მე არაჩვეულებრივი შეხვედრა მქონდა  საქართველოს  პარლამენტის   სპიკერის მოადგილესთან  კახა კუჭავასთან და  საგარეო საქმეთა  კომიტეტის ხელმძღვანელთან ირაკლი ბერაიასთან, ჩვენ ვაგრძელებთ იმ საკითხებზე მსჯელობას რომელიც 2019 წლის დეკემბერში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე განვიხილეთ.

მე მათ ევროპარლამენტის  სხვა წევრებთან ერთად  თბილისში დეკემბრის თვეში  გულთბილი შეხვედრისთვის მადლობა გადავუხადე. საქართველო  შთამბეჭდავი ქვეყანაა შესანიშნავი და ძლიერი ხალხით, ქართული სტუმარ მასპინძლობა კი  ნებისმიერ ვიზიტორს მოხიბლავს.

ჩვენ პირველ რიგში  საქართველოს ტერიტორიებზე აფხაზეთსა და  სამხრეთ ოსეთში არსებული სიტუაცია განვიხილეთ, რომელიც  2008 წლიდან რუსეთის ფედერაციის მიერ არის ოკუპირებული. ანგარიშებში გრძელდება მუდმივ  შევიწროებასა და საფრთხეებზე საუბარი რომლის წინაშეც იმყოფებიან  ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები. ანგარიშებში ასევე  გამოხატავენ  ღრმა შეშფოთებას  არსებულ ვითარებაზე. მე  დავარწმუნე  დელეგაცია საქართველოსადმი სრული მხარდაჭერაში რომ ქვეყნა შეძლებს ტერიტორიების უკან დაბრუნებას.

განხილვის მეორე თემა იყო  ეკონომიკა და მისი  ზრდის შესაძლებლობები. საქართველოს აქვს მაღალი შესაძლებლობები ბიზნესში ძვირადღირებული პროდუქტების მაგალითად ღვინის  და მაღალხარისხიანი  სერვისის ,  ტურიზმის მიმართულებით .  ევროკავშირის ბაზარზე ქართული  პროდუქტებისა და  სერვისების  არსებობა ორივე მხარისთვის  სარგებლის მომცემია.

მესამე  საკითხი საქართველოში არსებული შიდა  პოლიტიკური მდგომარეობის განხილვა იყო , განსაკუთრებით 2020 წლის 21 იანვარს ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის არასამართლიანი კომენტარების შემდეგ.

წლების განმავლობაში საქართველო მხარს უჭერდა ნატოსა და ევროპულ გზას. რომლის დემონსტრირებას ქვეყნის მთვარობა დასავლური გზისა და  დემოკრატიული ღირებულებების ერთგულებით  , განსაკუთრებით კი  კანონის უზენაესობის , დემოკრატიისა და  ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების   პატივისცემით ახდენდა .

საქართველომ დაამტკიცა რომ არის  ერთგული და პასუხისმგებლიანი მსოფლიო დემოკრატიული ოჯახის წევრი, ასევე ევროკავშირისა და ნატოსთვის საიმედო პარტნიორი

ნებისმიერი  შიდა პოლიტიკური დებატები საქართველოში,  რომელიც  ბუნებრივია დემოკრატიისთვის , ჩრდილს არ აყენებს რეფორმებს და  იმ განგრძობით პროგრესს  რომელსაც საქართველომ გამბედაობითა და სიმტკიცით ბოლო წლების განმავლობაში  მიაღწია 

საქართველო სუვერენული სახელმწიფოა  და  უსამართლოა როცა  ჩინებული ქართველი ხალხი ხედავს  ქვეყნის  ტრასფორმაციას, სადაც ევროპარლამენტარებსა და   სხვა პოლიტიკურ  ჯგუფებს შორის ბრძოლის ველია.

ყველა ქვეყანას აქვს უფლება თავად გადაწყვიტოს როგორი  საარჩევნო სისტემა შეეფერება, მის დემოკრატიულ საზღვრებში. უცხოელი დამკვირვებლების ფუნქციაა დარწმუნდნენ  არჩევნების სამართლიანობასა და  თავისუფლებაში , ამავდროულად   მათ  პატივის უნდა სცენ მოქალაქეების  უფლებას აირჩიონ  საკუთარი წარმომადგენელი.

საქართველო იქნება ძლიერი მანამ, სანამ ერი  იქნება ერთიანი , სწორედ ამიტომ მოვუწოდებ ქართველებს  რომ  პირველ ადგილზე დააყენონ ქვეყანა  და არ მისცენ პოლიტიკურ უთანხმოებას  მათი დაყოფის საშუალება," - აცხადებს ტერჰეში.

დღის ამბები