19 აპრილი 2024,   17:46
ვრცლად
ინდოეთიდან ჩამოსულ 25 ტურისტს სასმელში 40-ათას ლარიანი ჩეკი გამოუწერეს - დაპირისპირება "შავ ვარდში"

ღამის კლუბი, სადაც ტურისტები მოატყუეს და არარეალური თანხის გადახდას სთხოვდნენ - დღეს დალუქულია.

"შავი ვარდი"- ასე ჰქვია ე. წ სტიპტიზ კლუბს, სადაც გუშინ ინდოეთიდან ჩამოსული 25 ტურისტი გასართობად შევიდა, წამოსვლის წინ მათ ანგარიში მოითხოვეს, მიმტანმა კი 40 000-ლარიანი ჩეკი გამოუწერა. წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ კი, გავრცელებული ინფორმაციით, კლუბის დაცვამ ტურისტებს სიტყვირი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ჩხუბის დროს ერთი დაშავდა და მას სამედიცინო დახმარებაც კი დასჭირდა, "კურიერის" ინფორმაციით, მათ მოთხოვნილი თანხიდან 20 000 გადაიხადეს, თუმცა კლუბი თანხის სრულად დაფარვას მაინც მოითხოვდა. ინციდენტთან დაკავშირებით საუბარი არ სურთ კლუბის დაცვის წევრებს.

დაზარალებული ტურისტები მთელი ღამის განმავლობაში ვერის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ. ინდოეთის მოქალაქეებმა გამოძიებას მომხდარის შესახებ დეტალური ინფორმაცია მაიწოდეს, თუმცა მედიასთან საუბარი არ ისურვეს. 

დაზარალებულებისგან განსხვავებით, ინციდენტის შესახებ იმ ტურისტული კომპანიის წარმომადგნელბი ჰყვებიან, რომლებმაც საქართველოში სტუმრების ჩამოყვანა უზრუნველყვეს. მათი თქმით, თავდაპირველად, ინდოეთის მოქალაქეები ახვლედიანის ქუჩაზე ერთ ერთ ინდურ რესტორანში ვახშმობდნენ, რა დროსაც მათ ”შავი ვარდის” სარეკლაო ბარათები გადასცეს. ამის შემდეგ, ნაწილმა გართობა სწორედ ამ ღამის კლუბში გადაწყვიტა.

ინდურ რესოტრან "მაჰარაჯაში" კამერებთან გამოჩენა არ სურთ, თუმცა ადასტურებენ, რომ გუშინ ღამით მათ სტუმრად ინდოეთიდან ჩამოსული ტურისთა ჯგუფი ჰყავდათ.

ამ დროისთვის ინციდენტში მოანაწილე პირების გამოკითხვების პროცესი გრძლდება, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 118-ე ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო. "კურიერის" ინფორმაციით, ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიც.

როდის განაგრძობს ”შავი ვარდი” მუშაობას, ჯერ -ჯერობით, უცნობია. არ არის გამორიცხული, კლუბმა ფუნქციონირება მანამდე არ განაახლოს, სანამ საგამოძიებო მოქმედებები არ დასრულდება.

დღის ამბები