18 აპრილი 2024,   22:45
ვრცლად
მსახიობი ნიკა გორდეზიანი ახალ ქართულ სრულმეტრაჟიან ფილმში "დრამერი"

მსახიობი ნიკა გორდეზიანი მალე "პარაშუტ ფილმსის" გადაღებულ სრულმეტრაჟიან დრამაში მოგვევლინება. "დრამერი"- ასე ქვია რეჟისორ კოტე კალანდაძის ნამუშევარს, რომელიც თანამედროვე ქართველი როკ მუსიკოსების ცხოვრებასა და შემოქმედებას ეხება.

ნიკა გორდეზიანი ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს. კონკრეტული დეტალები ჯერ უცნობია. ფილმში ასევე მონაწილეობენ: ლაშა ცქვიტინიძე, გოგი ძოძუაშვილი, ნატა სოფრომაძე და სხვ.

ნიკა გორდეზიანი ქართველმა მაყურებელმა ჯერ კიდევ 2014 წელს გაიცნო. მაშინ რუსთაველის თეატრის წამყვანმა მსახიობმა, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგმა ნანუკა ხუსკივაძემ მესამე კურსის სტუდენტებთან ერთად, ჟან ანუის "ანტიგონე" დადგა.

სპექტაკლის პრემიერა თეატრალური უნივერსიტეტის სასწავლო სცენაზე შედგა. სპექტაკლში მესამე კურსის სტუდენტებთან ერთად, რუსთაველის თეატრის მსახიობი ნიკა ქაცარიძეც მონაწილეობდა. ქოროს როლის შემსრულებელმა ახალბედა მსახიობმა ნიკა გორდეზიანმა მაყურებელთა განსაკუთრებული მოწონება სწორედ მაშინ დაიმსახურა.

ფილმის "დრამერი" გადაღება ცოტა ხნის წინ დასრულდა და როგორც კომპანიაში აცხადებენ, სავარაუდოდ, ეკრანებზე 2019 წელს გამოჩნდება.

დღის ამბები