24 აპრილი 2024,   03:28
ვრცლად
ირანის ორი მოქალაქე სარფის საბაჟოდან საქართველოში არ შემოუშვეს - სახმელეთო საზღვართან მედპერსონალია მობილიზებული

ტემპერატურის დაფიქსირების გამო ირანის ორი მოქალაქე სარფის საბაჟოდან საქართველოში არ შემოუშვეს. მესაზღვრეებმა გვიან ღამით ისინი უკან გააბრუნეს. მომხდარს ადასტურებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძე.

მისი ინფორმაციით, სარფის საბაჟოსა და აეროპორტში მობილიზებულია სამედიცინო პერსონალი და ყველა საეჭვო მგზავრს ამოწმებენ.

შემოწმების პროცედურაზე საუბრობს მოსახლეობაც.

"როგორც აეროპორტში, ასევე სარფის საბაჟო პუნქტზე სამედიცინო პერსონალი ყველა მგზავრს, ვისაც რაიმე საეჭვო ჩივილი აქვს, ამოწმებს და აგროვებს ეპიდანალიზს. თუ გამოვლინდება ვინმეს საეჭვო შემთხვევა, მისი გადაყვანა მოხდება ინფექციურ საავადმყოფოში," - აღნიშნა ნინო ნიჟარაძემ.

გვიან ღამით სიმშვიდე იყო სადახლოს სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე. საქართველოს ტერიტორიაზე შემოსული სომხეთის მოქალაქეების თქმით, საზღვარზე პრობლემები არ შექმნიათ.

მათივე თქმით, ადგილზე მობილიზებულია მედპერსონალი, რომელიც მგზავრებს საჭიროების შემთხვევაში ამოწმებს. საზღვარზე სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები პირბადეებით და ხელთათმანებით არიან აღჭურვილები.

დღის ამბები