08 სექტემბერი 2026,   17:59
ვრცლად
ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში, კორონავირუსზე ჩატარებული ანალიზის პასუხს ელოდებიან

ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში, კორონავირუსზე ჩატარებული ანალიზის პასუხს ელოდებიან - საუბარია ირანის მოქალაქეზე, რომელიც კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში გუშინ მოათავსეს, მას მაღალი ტემპერატურა და ყელის ტკივილი აღენიშნებოდა.

ექიმის, ბესო ბურჯალიანის ინფორმაციით, ირანის მოქალაქეს, ამ ეტაპზე, ცხელება და ვირუსული დაავადების ნიშნები აღარ აქვს, ხოლო მისი ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი, სადაც ახალ კორონავირუსზე კვლევა ჩატარდება. ახალციხის საავადმყოფოში, ამ ეტაპზე, მხოლოდ ირანის მოქალაქეს აკვირდებიან.

"აღენიშნებოდა დაბალი ტემპერატურის ცხელება - 37.3, 37,4, როგორც თვითონ აღნიშნავდა. მოთავსდა, სპეციალურად განკუთვნილ იზოლატორში, რადგან პაციენტი არის არა საქართველოს მოქალაქე, არამედ ირანელი. იმყოფება მეთვალყურეობის ქვეშ. აღებულია ლუგარის ლაბორატორიისთვის ანალიზები. ველოდებით პასუხებს. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ ამ წუთისთვის, პაციენტს ცხელება აღარ აქვს, ვირუსული დაავადების ნიშნები არ ფიქსირდება,"- განაცხადა ექიმმა.

რაც შეეხება აბასთუმანში მოწყობილ საკარანტინე სივრცეს - აქ იზოლაციაში 23-პირი რჩება. საკარანტინო პერიოდის გასვლის გამო, ტერიტორიას დღეს 2 ადამიანი დატოვებს.

"საილოზაციო რეჟიმში 25 პაციენტი იმყოფებოდა. 2 მათგანს დაუმთავრდა ეს პერიოდი, თავს გრძნობენ სავსებით ჯანმრთელად. აღარ არის საჭიროება მათი ჩვენთან გაჩერების. დავემშვიდობეთ და გავამგზავრეთ თავიანთ საცხოვრებელ ადგილზე. დანარჩენებსა, როდესაც მოუწევთ თავიანთი ვადა, შეუფერხებლად დატოვებენ დაწესებულებას, რა თქმა უნდა, გამომდინარე მათი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან,"- განაცხადა აბასთუმნის ფილტვის ცენტრის დირექტორმა რევაზ ჟღენტმა.

დღის ამბები