პარლამენტის თავმჯდომარემ კორონავირუსის პრევენციის მიზნით გვიან ღამით ახალი ბრძანება გამოსცა.
დოკუმენტის მიხედვით დეპუტატები და პარლამენტის თანამშომლები, რომლებიც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ვირუსის მაღალი გავრცელების ქვეყნებში იმყოფებოდენ, საქართველოში დაბრუნებიდან ორი კვირის განმავლობაში საკანონმდებლო ორგანოში არ უნდა მივიდნენ.
თვითიზოლაციაში უნდა დარჩნენ თანამშრომლები, რომელთაც კონტაქტი ჰქონდათ ინფიცირებულ მოქალაქეებთან და საჭიროების შემთხვევაში სამუშაო დისტანციურად უნდა განახორციელონ.
არჩილ თალაკვაძის ბრძანების მიხედვით, ყველა ასეთ თანამშრომელს შრომითი ანაზღაურება შეუნარჩუნდება.