18 ნოემბერი 2024,   15:44
ვრცლად
კორონავირუსით ინფიცირებულ ერთ-ერთ პაციენტს ესპანეთში მოგზაურობის ისტორია აქვს

COVID 19 -ის 5 ახალი შემთხვევიდან ერთ-ერთი ბათუმის საკარანტინე ზონაში დაფიქსირდა. ახალგაზრდა კაცს დაუდასტურდა ესპანეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. დღეს პაციენტი საჩხერის სამედიცინო ცენტრში გადმოიყვანეს.

როგორც კლინიკის დირექტორმა მიხეილ ქამუშაძემ განაცხადა, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

"პაციენტი იმყოფებოდა ბათუმის კარანტინის ზონაში. ამის შემდეგ, ის გადაიყვანეს თვითიზოლაციაში და ტემპერატურის გამო, გადამოწმდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. დადასტურდა ვირუსის არსებობა და ქუთაისიდან გადმოვიყვანეთ ჩვენს კლინიკაში. ამჟამად, იმყოფება ჩვენთან, ბოქსირებულ განყოფილებაში. მიმდინარეობს მკურნალობა, აღენიშნება ტემპერატურა, სხვა გართულებები არ ახლავს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ დროისთვის, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია,"- განაცხადა მიხელ ქამუშაძემ.

დღის ამბები